Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღია კარის დღე გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე

18 ივლისს, 19:00 საათზე, მე-6 კორპუსის 303-ე აუდიტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის - გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა გამართავს ღია კარის დღეს 2022-2023 სასწავლო წლისთვის გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით. 

სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელ კავკასიაში. გენდერის კვლევების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელიწადი. სწავლების ენა - ქართული.